ახალი ამბები

ფაჩულიამ მწვრთნელს წვერის გაპარსვაზე დადებული ნიძლავი მოუგო [ვიდეო]

17 მარტი, 2017 • 2242
ფაჩულიამ მწვრთნელს წვერის გაპარსვაზე დადებული ნიძლავი მოუგო [ვიდეო]

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეტის მწვრთნელს კერტის რეიფილდს ნიძლავი მოუგო და ამ უკანასკნელს წვერის გაპარვსა მოუწევს.

როგორც ირკვევა ფაჩულია მის ერთ-ერთ მწვრთნელთან ჰქონდა ნიძლავი იმის თაობაზე, რომ თუ ფორვარდი ერთ რომელიმე თამაშში ორმაგ დუბლს შეასრულებდა (მაგალითად 10 + ქულა და 10 + მოხსნა) და ამასთან, მოწინააღმდეგის კალათში ბურთს მინიმუმ ერთხელ ჩატენიდა, მწვრთნელი წვერს გაიპარსავდა.

შესაბამისი შედეგი ზაზამ წუხელ ორლანდოსთან გამართულ მატჩში დააფიქსირა, რომელიც გოლდენ სტეიტმა 122-92 მოიგო. პირადად ზაზას ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო ჩატენვასთან ერთად.

ფაჩულიასა და მწვრთნელის ნიძლავს NBA-იმ სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა:

მასალების გადაბეჭდვის წესი