ახალი ამბები

ჯანელიძე: საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, შეაფასონ რუსეთის ქმედებები

17 მარტი, 2017 • 1732
ჯანელიძე: საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, შეაფასონ რუსეთის ქმედებები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების დამტკიცება ხელს უშლის სამშვიდობო პროცესებს:

“ეს, პირველ რიგში, ხელს უშლის სამშვიდობო პროცესებს, იმ პოლიტიკას, რომელიც ორინეტირებულია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ეს არღვევს კიდევ ერთხელ 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას და პრინციპს”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, საქართველო განუხრელად აგრძელებს თავის ევროპული ინტეგრაციის გზას, რაც არ გულისხმობს რაიმე საფრთხეს რეგიონისთვის:

“ჩვენ ორიენტირებული ვართ სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ მისცენ შესაბამისი შეფასება რუსეთის ამ ქმედებებს და მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს,” – განაცხადა ჯანელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი