ახალი ამბები

თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია

17 მარტი, 2017 • 1231
თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია

თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკსა და „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს“  შორის უკვე გაფორმდა.

ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება, წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

„ლეონარდო და ვინჩის“  მიზანია ზოგად-საგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა დატექნოლოგიების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებისგანვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტებით. მოსწავლეებს თავიანთი კვლევებისა და გამოგონებების წარდგენა 16 ქვეკატეგორიაში შეუძლიათ, მათ შორისაა მიკრობიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერები, საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები და სხვ.

თიბისი ბანკი კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“  მხარდაჭერას შარშანაც ახორციელებდა. 2016 წელს ბანკმა თავისი რჩეულიგამოავლინა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს თიბისი სტატუსის ერთწლიანისტიპენდია დაენიშნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველი საგანაცხადო ფორმა  2017 წლის 10 აპრილამდე უნდა შეავსონ. დეტალურიინფორმაციის მიღება  შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://rustaveli.org.ge

davinchi

მასალების გადაბეჭდვის წესი