39090

ოსური მხარის ცნობით, რუსეთთან ერთობლივი სამხედრო შენაერთი საფრთხეს არ წარმოადგენს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე აცხადებს, რომ ამ თემამ ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში, თითქოს ის “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” არღვევს და “რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის” საფრთხეს წარმოადგენს”.

“არ შეიცავს არანაირ საფრთხეს, როგორც ამას ქართული მხარე წარმოაჩენს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას საკუთარი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად განიხილავს და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კურსის გაგრძელებას გეგმავს.  სამხრეთ ოსეთისა და რუსეთს შორის სამართლებრივი ბაზა 100-ზე მეტ შეთანხმებას მოიცავს, რომელიც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს პასუხობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც ფე დაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ცდილობს გაბეროს “რუსული საფრთხე” საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის შესანიღბად. რეგიონში რეალური დესტაბილიზაციის ფაქტორი კი, როგორც განცხადებაში წერია, საქართველო- NATO-ს თანამშრომლობაა.

რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.  ამ საკითხზე როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-ს საელჩომ საქართველოში, განცხადებები გააკეთეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი