ახალი ამბები

200 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით ერთი ადამიანი თბილისში დააკავეს

17 მარტი, 2017 • 1402
200 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით ერთი ადამიანი თბილისში დააკავეს

შსს-ს ცნობით, თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გ.ა.  დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული დ. ბ.-ს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა გ.ა. მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პოლიციის ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD STAR-2002“-ის და „WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92“-ის მოდელების 2 არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონები, რომლებითაც გ.ა. მუქარას ახორციელებდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიცია აცხადებს, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი