დავით უსუფაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

დავით უსუფაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 16 მარტს გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა, რომ “ძალიან სერიოზულ აქტიურობას” აპირებს და პოლიტიკური პარტიის შექმნასაც გეგმავს.

“პოლიტიკური პარტია იქნება აუცილებლად, მაგრამ, ეს არ იქნება ერთადერთი და წამყვანი,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მე ამ თემასთან დაკავშირებით მას “ძალიან სერიოზული შეთავაზება” ექნება საქართველოში აქტიური პოზიციების მქონე ბევრი ადამიანისთვის. მისივე თქმით, ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.

დავთ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ “რაღაც პერიოდი” თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის საქმიანობა “წმინდად პოლიტიკური” არ იქნება:

“მე ვაპირებ ძალიან სერიოზულ აქტიურობას. თინა ხიდაშელი არ აპირებს იმ საქემში აქტიურობას, რომელშიც მე ვაპირებ აქტიურობას. თინა იქნება აქტიური, მაგრამ არა ამ მიმართულებით, ცალკე საქმე ექნება,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მანვე დადებითი პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ამომრჩეველს შთაბეჭდილება, დარჩება თუ არა უსუფაშილი ბიძინა ივანიშვილის პრინციპულ ოპოზიციაში.

 

 

 

ავტორი