ახალი ამბები

ანონსი – 17 მარტი

17 მარტი, 2017 • 1549
ანონსი – 17 მარტი

წარმოგიდგენთ 17 მარტს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09:30 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანისუფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაცია“. პ რ ო გ რ ა მ ა. მისამართი: ბორჯომი, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომი“.

10:00 საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟითჩატარდება ღონისძიება „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“. მის: თბილისი, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“ .

10:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა უნგრეთისსაგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიატროსთან. თბილისი, პარლამენტის შენობა, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული,ბიუროს ოთახი).

11:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ,,ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები რუსთაველის მეტროს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, სადაც დარიგდება ფლაერები და საქართველოს მოქალაქეებს მოიწვევენ ფართომასშტაბიან აქციაზე.

11:00 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – ადამიანის ძირითადი უფლებებისა დათავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაოჯგუფის შეხვედრა. თბილისი, პარლამენტის შენობა, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული,ბიუროს ოთახი).

11:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის შენობა. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

11:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის შენობა. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12:00 შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში. დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის შენობა, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული.

13:00 საათზე მუსკომედიის თეატრში  გაიმართება გიორგი ცაგარელის  და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიცია. 20 მარტს კი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, თბილისის ოპერის თეატრში მსმენელს კონცერტზე იწვევენ. სოლისტი – აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი.

13:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრების შეხვედრაარასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თბილისი, პარლამენტის შენობა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

14:00 ფაბრიკაში პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში გაიმართება ვორქშოფების ბოლო სერია. 20 მარტიდან კი გაიხსნება სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტები საკუთარ სოციალურ ბიზნესიდეებს პროექტის სახით წარმოადგენენ. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა 28 აპრილია (მისამართი: ფაბრიკა, ნინოშვილის #8).

15:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი.  თბილისი, პარლამენტის შენობა, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439.

15:30 ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო  ეწვევა. სტუმარი დაათვალიერებს ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობა ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსადა პროექტებს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა გაიმართება ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, რომელიც შეეხება  ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7.

16:00 “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით განისაზღვრება ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული,საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი