ახალი ამბები

სანზონაში სახლების გაქურდვის ბრალდებით “80 წლის მამაკაცი” დააკავეს

16 მარტი, 2017 • 5636
სანზონაში სახლების გაქურდვის ბრალდებით “80 წლის მამაკაცი” დააკავეს

დღეს, 16 მარტს, თბილისში, ჭოპორტის შესახვევში ასაკოვანი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არაერთგზის ბინაში უკანონო შეღწევით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ჭოპორტის შესახვევის მცხოვრებელები “ნეტგაზეთთან” აცხადებენ, რომ დაკავებული ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც ჭოპორტის შესახვევში ორ საცხოვრებელ სახლში შეიპარა და იქიდან წაიღო საყოფაცხოვრებო ნივთები.

მეზობლების თქმით, იგი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველების თქმით, ტომარაში საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა თან ჰქონდა ოქროს ნივთები. როგორც თვითმხილველები ამბობენ დაკავებული დუმილის უფლებას იყბებენდა და პოლიციელების ბრალდებას არაფერს პასუხობდა.

მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბრალდებული 80 წლისაა და წარსულში 15-ჯერ ნასამართლევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი