პოლიცია

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში 15 მარტს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს, სადაც გვიპასუხეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპული მათი წევრი არ იყო, ამიტომ ინფორმაციას, ჯერ-ჯერობით, არ ფლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი