თეა წულუკიანი. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო.

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში ეროვნულ მოსამართლეს დიდი წონა აქვს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეროვნულ მოსამართლეს აქვს ძალიან დიდი წონა. ამის შესახებ მან “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქართველ მოსამართლეს, ნონა წოწორიას სტრასბურგში საქმის განხილვაზე ზეგავლენის მოხდენა, მინისტრმა განაცხადა:

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეროვნულ მოსამართლეს აქვს ძალიან დიდი წონა. მას აზრს ეკითხებიან, ეკითხებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. ”

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მალე მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს. თეა წულუკიანის განმარტებით, იურისტები დაინტერესებული არ არიან ამ პოზიციით:

“ახალ კონკურსზე ველოდებთ რა განაცხადები შემოვა. დღეისათვის სახარბიელო მდგომარეობა არ არის, რადგან როგორც ჩანს, ამ პოზიციისადმი ძალიან ბევრმა იურისტმა დაკარგა ინტერესი.”

24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩააგდო, რის გამოც ქვეყანამ კომიტეტს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია უნდა წარუდგინოს.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლოს ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართასტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან გაგზავნილი სიის წინააღმდეგ არაერთმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორის ენმ-დან, ასევე, ომბუდსმენმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.