თეა წულუკიანი. იუსტიციის სამინისტროს ფოტო

წულუკიანი: წინა ხელისუფლების დროს სტრასბურგმა ქიბარ ხალვაშს შეჩერების გამოყენებაზე უარი უთხრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “იმედის დროსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს, რუსთავი 2-ის მსგავსაც, ქიბარ ხალვაშმაც მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხვნით, თუმცა, მაშინ ევროსასამართლომ ხალვაშს უარი უთხრა.

როგორც წულუკიანი ამბობს, სტრასბურგმა მაშინ ხალვაშს უარი უთხრა იმის გამო, რომ პრეცედენტი მაგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ უშვებდა. თეა წულუკიანი ასევე ამბობს, რომ პრეცედენტის შესაცვლელად 7 მოსამართლის

“სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და იმისთვის, რომ პრეცედენტი დაირღვეს და ახალი პრეცედენტი დადგეს, ამისათვის 17 მოსამართლის, ანუ, დიდი პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა საჭირო. მაგრამ, პრეცედენტს უარი უთხრა ჯერ მორიგე მოსამართლემ, შემდეგ 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ და მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სწორედ ამას ეყრდნობოდა, ძირითადად, ჩვენი არგუმენტი, რომ პრეცედენტის შეცვლა ასე არ შეიძლება, რომ არ შეიძლება, კერძო დავაზე მიღებული იქნეს ამ ტიპის შეჩერების გადაწყვეტილება, რაზეც მრავალი ათეული წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობდა. 

მე მახსოვს, იქ ვმუშაობდი, როდესაც ქიბარ ხალვაშმა, რომლის საკუთრების უფლებები ირღვეოდა წინა ხელისუფლების დროს, შემოიტანა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მოთხოვნა, შეჩერება და ჩვენ, მაშინ სტრასბურგის სასამართლომ მას ვუთხარით უარი, იმიტომ, რომ პრეცედენტი ამას არ უშვებდა. ახლა არის მცდელობა პრეცედენტის შეცვლისა და ჩვენი მომდევნო სამართლებრივი დავაც იქნება სწორედ ამაზე აქცენტირებული,”- განაცხადა თეა წულუკიანმა “იმედის დროსთან” საუბრისას.

 

ავტორი