ახალი ამბები

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

16 მარტი, 2017 • 2232
ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, რომელთა ბრალიც ბრალი ქურდობაში ედებათ – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.

ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს “მაფიის” წევრებად მოიხსენიებს, რომელიც მადრიდსა და მურსიაში ბინებს ძარცვავდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებმა 40-მდე დანაშაული ჩაიდინეს.

ესპანელმა სამართალდამცველებმა ბრალდებულები მადრიდში, ლეგანესსა და ბარსელონაში დააკავეს.

ამოღებულია 600-მდე ძვირფასი ნივთი, ასევე ელექტრონული მოწყობილებები, 13 ათასი ევრო და სახლის კარის გატეხვისათვის საჭირო ნივთები.

სქრინშოტი ესპანეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სქრინშოტი ესპანეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ესპანეთის პოლიციის მიერ 16 მარტს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საგამოძიებო ორგანომ მაკრო-ოპერაცია გასული წლის მარტიდან დაიწყო და პროცესში დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული ყველა მონაწილე გამოავლინა.

ესპანეთის პოლიციიდან ნეტგაზეთს შეატყობინეს, რომ მაკრო-ოპერაცია გასული კვირების განმავლობაში დასრულდა.

მადრიდში პოლიციის შენობაში გამოფინეს ზემოხსენებული ნაძარცვი ნივთები და მიმდინარე თვის განმავლობაში ყველა დაზარალებულს აქვს საშუალება, მივიდეს და ამოიცნოს ის ძვირფასეულობა, რომელიც მას მოპარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი