ახალი ამბები

მეტროსადგურებში “ახმეტელი” და “სარაჯიშვილი” მატარებელი 4 საათი არ მოძრაობს

16 მარტი, 2017 • 3081
მეტროსადგურებში “ახმეტელი” და “სარაჯიშვილი” მატარებელი 4 საათი არ მოძრაობს

თბილისის მეტროპოლიტენის ორ სადგურში ახმეტელსა და სარაჯიშვილში მეტროს მოძრაობა შეფერხებულია 13:35 საათიდან ამ დრომდე [14:20] არ აღდგენილა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მატარებლები მგზავრებს გურამიშვილი- ვარკეთილის მიმართულებით და პირუკუ ემსახურებიან.

კომპანიის ცნობით, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, ადგილზე მისულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ როდის აღდგება მოძრაობა ჯერ არ იციან.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი