ახალი ამბები

ანონსი – 16 მარტი

15 მარტი, 2017 • 1828
ანონსი – 16 მარტი

წარმოგიდგენთ 16 მარტს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


11:00 საათზე, “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: პარტიის ეკონომიკური ინიციატივა. ადგილი: პარტიის ოფისი. მისამართი: ორთაჭალა, გულიას N1.


12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს. თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ადგილი: ჯანდაცვის სამინისტრო. მისამართი: წერეთლის N144. საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558240770.


12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი–მოსკოვი თემაზე: “ცენტრალური აზიისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა: განვითარების შეჯამება და პერსპექტივები”.


13:00 საათზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თემა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი. შეხვედრის ადგილი: თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო. საკონტაქტო პირი: გიორგი ახვლედიანი – 591779898.


13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი, იოსებ შატბერაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში.


13:30 საათზე, პარტია “ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი, იოსებ ბორცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტერში ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში.


13:45 საათზე, საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივ მემორანდუმს გააფორმებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელშეწყობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ დარგობრივ შეთანხმებას დებს თავისუფალ პროფკავშირებთან. ადგილი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი N1.


14:00 საათზე, გმირთა მოედანზე მემორიალთან, აფხაზთა კრების შეკრება – “გამოიძიე გენოციდი, აღადგინე სამართლიანობა”. ინიციატორი: “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო”.


14:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისა და ყველა მსურველისათვის საინფორმაციო ტური გაიმართება. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9). საკონტაქო პირი: თეიკო ანჯაფარიძე – 577500935.


14:00 საათზე, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრი, ნინო ყურაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტერში ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში.


14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამინისტროში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტს – სტანისლავ პოზდნიაკოვს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება. შეხვედრის ძირითადი თემაა 11-17 ივნისს საქართველოში გასამართი ევროპის ჩემპიონატი.


14:40 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნობა. მედიის წარმომადგენლებმა, ვინც დაგეგმავთ ღონისძიების გასაშუქებლად აეროპორტში წასვლას, დილის 10:00 საათამდე ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიაწოდოთ თქვენი ვინაობა და პირადი ნომერი, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისთვის გადასაცემად.


16:00 საათზე, საგამოფენო დარბაზში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების სტრატეგიას წარადგენს. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს გასაზღვრავს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. მისამართი: წერეთლის გამზ. N118.


16 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი