ახალი ამბები

ისრაელის ბიზნესფორუმი რედისონში

7 დეკემბერი, 2012 • • 1319
ისრაელის ბიზნესფორუმი რედისონში

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატიის ინფორმაციით, ფორუმზე  50 საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომელსაც ისრაელის კომპანიები საქართველოში უძრავი ქონების განვითარების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში ახორციელებენ.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელისა და საქართველოს კერძო სექტორისა და სახელისუფლებო უწყებების ხელმძღვანელები.

ბიზნესფორუმის “ისრაელის ბიზნესი საქართველოში – 2013” სამუშაო ნაწილი 7 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. საქმიანი შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი