ახალი ამბები

ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროექტი დაიწყო

7 დეკემბერი, 2012 • • 838
ევროკავშირის  დაძმობილების (TWINNING) პროექტი დაიწყო

ღონისძიება 2012 წლის 7 დეკემბერს, 10:30 სთ-ზე დაიწყება.

დაძმობილების (TWINNING) პროექტის მიზანია საქართელოში ელექტრონული მმართელობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: საქართელოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.

 

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსით 2010 წლის 4 იანვრიდან დაიწყო მუშაობა. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება.

 

ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების ადმინისტრაციული ორგანოების, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობას მათ პარტნიორებთან ევროკავშირის სახელმწიფოებში. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება არაწევრი ქვეყნების სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის, რაც ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი