ახალი ამბები

ელისო კილაძის შვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს

15 მარტი, 2017 • 2186
ელისო კილაძის შვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს

ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე აცხადებს, რომ არ აპირებს იყოს მძევალი და შიმშილობას იწყებს. როგორც ხარშილაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს და შიმშილობას მაქსიმუმ 10-15 დღე გაუძლებს.

“მოგიწევთ გადააბიჯოთ ჩემს გვამს,” – ამბობს ხარშილაძე და სასამართლო პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას მოითხოვს. ხარშილაძეს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვაში ედება.

თვითონ აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

დღეს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. პროკურატურამ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 აპრილს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი