ახალი ამბები

ალექსანდრე პეტრიაშვილი: სააკაშვილმა იცოდა, მაპს რომ ვერ მივიღებდით

6 დეკემბერი, 2012 • • 1654
ალექსანდრე პეტრიაშვილი: სააკაშვილმა იცოდა, მაპს რომ ვერ მივიღებდით

ალექსანდრე პეტრიაშვილი
ალექსანდრე პეტრიაშვილი

“როცა ნატო–საქართველოს” კომისის შეხვედრა იმართება, მივეჩვიეთ მცდარი მოლოდინების გაჩენას. რომ ნატოს თითოეულ ფორმატში შეხვედრას აუცილებლად უნდა მოჰყვეს განსაკუთრებული რეზოლუცია, აუცილებლად მაპი. ეს ასე არ არის. ყველა მინისტერიალზე არ მიიღება მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ამ მინისტერიალზე საერთოდ არ იქნა მიღებული არც ერთი დოკუმენტი” – განაცხადა ალექსანდრე პეტრიაშვილმა. 

პეტრიაშვილის თქმით, ინფორმაცია იმის სესახებ, რომ საქართველო “ნატო საქართველოს” კომისიის სხდომაზე მაპს რომ ვერ მიიღებდა, ეს თავიდანვე იყო ცნობილი: “კარგა ხნით ადრე, ამ შეხვედრამდე, არჩევნების შემდეგ, როცა იყო ინტენსიური კონსულტაციები, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვიცოდით, რომ მაპზე საუბარი ზედმეტი იქნებიდა. ეს იცოდა სააკაშვილმა და ოპოზიციამაც”.

პეტრიაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში დაფიქსირდა პროგრესი და ხელისუფლების გადაცემა მოხდა მშვიდობიანი გზით: “ნატოს გენეარლურმა მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ მას სჯერა საქართველოს ახალი მთავრობის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი