ახალი ამბები

ინფო TV მაუწყებლობას აჩერებს, ინფო 9 თვითდაფინანსებაზე გადადის

6 დეკემბერი, 2012 • • 1080
ინფო TV მაუწყებლობას აჩერებს, ინფო 9 თვითდაფინანსებაზე გადადის

ეს კომენტარი “ინფო9”-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და თანამშრომლები თავად ნახავენ, ვისი მასალა არის ყველაზე რეიტინგული. შესაბამისად, ჰონორარებიც ამ სისტემით გადანაწილდება. 

 

“რადგან ინფო9 გადადის თვითდაფინანსებაზე, ჩვენ წინაშე იქნება სხვა ამოცანა. იმის მიხედვით, თუ როგორი რეკლამა მოვა, რა პროექტებში მივიღებთ მონაწილეობას და როგორ დაფინანსებას მოვიზიდავთ, შესაბამისად, გვექნება იმისი შესაძლებლობა, გავზარდოთ ან შევამციროთ დაფინანსება. ეს უფრო თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. დაიდება თანამშრომლებთან ახალი ხელშეკრულებები, ამ აპარატურით გადაღებულ მასალას მოგვაწვდიან მხოლოდ ჩვენ. სხვა საინფორმაციო საშუალებებში მისი განთავსება იქნება ფასიანი” – განაცხადა მანანა ელიაშვილმა. 

 

რაც შეეხება ინფო TV-ის თანამშრომლებს, მანანა ელიაშვილის თქმით, მათი ნაწილი მეცხრე არხზე გადავიდა: ” მეცხრე არხზეც და ინფო TV-იშიც მიმდინარეობს რეორგანიზაცია. მეცხრე არხს არ ჰქონდა ამ ორშაბათამდე დილის გადაცემა- ნიუსი. დილის ნიუსი სრულად დააკომპლექტა ინფო TV– ის შემადგენლობამ. სავარაუდოდ ეს პროცესი გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ მეცხრე არხზე მიდის რეორგანიზაცია და ის “ნონსტოპ” რეჟიმი, რომელიც არხს ჰქონდა, აღარ იქნება. გამონთავისუფლებულ დროში ჩაჯდება გადაცემები. ეს გადაცემები მზადდებოდა ინფო TV-იში, ახლა მეცხრე არხზე გავა ოდნავ შეცვლილი, თუმცა იგივე წამყვანებით”

 

მანანა ელიაშვილის განცხადებით, აღარ დარჩა რესურსი იმისათვის, რომ ინფო TV-ის გაეგრძელებინა თავისი მაუწყებლობა:” ამიტომ ამ ეტაპზე ვაჩერებთ მაუწყებლობას, მაგრამ არ ვიხურებით.”

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი