ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას განცხადება სოციალურ ქსელში

6 დეკემბერი, 2012 • • 970
ბაჩო ახალაიას განცხადება სოციალურ ქსელში

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

 

 

“თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არის ჩემთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო. სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შეიმუშავა ისეთი ცნება როგორიცაა სახელმწიფო სადუმლოებას მიკუთვნებული საკითხები, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. მე როგორც თავდაცვის მინისტრს არასდროს დამირღვევია ეს პრინციპი და ყოველთვის ვმუშაობდი ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იქნებოდა ეს შესყიდვა თუ რაიმე სახის სხვა მოქმედება. მინდა ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო საქმიანობდა გამჭვირვალეობის პრინციპზე დაყრდნობით და ინფორმაციის უმრავლესობა იყო ღია, თუმცა რიგი საკითხებისა ბუნებრივია არის საიდუმლო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საჯარო, მაშინ როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ქართული სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს” – ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

 

ახალაია აცხადებს , რომ ის პასუხისმგებლობას არ აგურბის: “ასევე მინდა ავღნიშნო, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არცერთ ჩემ ქმედებასთან დაავშირებით, მაგრამ მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე. საზოგადოებისათვის მინდა გნვმარტო, რომ ქვეყანაში არსებობენ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვების მქონე პირები და სწორედ მათ დეტალურად ავუხსნი ჩემს პერიოდში განხორციელებულ ყველა შესყიდვას თუ ქმედებას. “

ახალაია ხელისუფლების მიერ გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროებას აკრიტიკებს: “ვწუხვარ, რომ საქართველოში გრიფით საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების გასაჯაროება გახდა ჩვეულებრივი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მსგავსი ქმედება აღქმული იქნებოდა როგორ სახელმწიფოს ღალატი.
და ბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მოქმედებდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპი.
რაც შეეხება ამ თემის გასაჯაროებას, ესაა კანონდარღვევა რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ეწევა და მე არ ვაპირებ ამ საკითხებზე საჯაროდ საუბარს, მათ შორის ტელევიზიებთან. ყოველთვის ვსაქმიანობდი ქვეყნის ინეტერესებიდან გამომდინარე და ის ბრალდება რაც დღეს მოვისმინე არის აბსურდული.”

 

განცხადება სოციალურ ქსელში დაახლოებით 20 წუთის წინ გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი