ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი მაპის მიღების შეფერხებას მთავრობას აბრალებს

6 დეკემბერი, 2012 • • 1911
მიხეილ სააკაშვილი მაპის მიღების შეფერხებას მთავრობას აბრალებს

„ჩემი ევროპაში ვიზიტები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ წინ გვაქვს ვილნიუსის სამიტი გეგმაში, მომავალი წლის ნოემბერში.  ვილნიუსის სამიტზე საქართველომ უნდა მიიღოს ასოცირების ხელშეკრულება, რომ ოფიციალურად გამოვცხადდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად. ამიტომ, რა მოხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, არის გადამწყვეტი საქართველოს სამომავლო პერსპექტივისთვის. “  

 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგივე პერსპექტივა ეხება ნატოს: “საქმე იმაშია, რომ ჩვენ მუდმივად განვიცდით პროგრესს ნატოში. ბუქარესტში ვერ მივიღეთ მაპი, მაგრამ მივიღეთ პირდაპირი განცხადება და ჩაიწერა ნატოს ყველა დოკუმენტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს იყო გეოპოლიტიკური გარღვევა. შემდეგ შეიქმნა ნატო–საქართველოს კომისია, რომლის სხდომაც გუშინ გაიმართა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადაგმული ნაბიჯი. შემდეგ ჩვენ მივიღეთ სტატუსი ასპირანტი წევრების, და ეს იყო კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი. ნატო შედგება ეტაპებისაგან და ყოველი წინ  გადაგმული ნაბიჯი უსაფრთხოებას აძლიერებს. შემდეგ იყო ჩიკაგოს სამიტზე უკვე განცხადება, რომ 2014 წელს ნატო უნდა გაფართოვდეს და საქართველო არის ერთ–ერთი მთავარი კანდიდატი.”

 

 

საქარვლოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც ბრიუსელში 5 დეკემბერს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა: “სამწუხაროდ, შანსი გვქონდა, რომ არჩევნების შემდეგ  აქ მიგვეღო მაპი. იყო დისკუსია, რადგან ასე მაგრად ჩატარდა არჩევნები. ჩვენ გვქონდა კონსენსუსი ახალ კოალიციასა და პრეზიდენტს შორის, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში, იყო შანსი. ამის სესახებ მე მითხრეს მაღალ დონეზე ყველგან, რომ ჩვენ შეგვეძლო დეკემბრისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გაგვეკეთებინა, უკვე ნახევარი ნაბიჯი წევრობისაკენ და მიგვეღო მაპი. სამწუხაროდ, ბოლო თვეების მოვლენებმა, ამას ვამბობ დიდი დანანაებით, ამ ეტაპზე ამის საშუალება არ მოგვცა.”

 

სააკაშვილსი თქმით, შეხვედრამ ჩაიარა ისე, რომ ახალი ინსტუტუციონალური წინსვლა საქართველოს არ ჰქონია: “მე ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია. არაფერი არ არის დაკარგული. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, თუ რაღაცეებს გადავხედავთ, ქვეყნის შიგნით პოლიტიკაში და ასევე ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ისევ გავაგრძელოთ წინსვლა. ეს არის საქართვლოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესში, მოგვწონს  ერთმანეთი თუ არ მოგვწონს. “

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

 

მიხეილ საააკაშვილის განცხადებით, მისთვის ქვეყნის ნატოში შესვლა მნიშვნელოვანი საკითხია: “ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველოს წინსვლა არ შეჩერდეს. იმიტომ, რომ ეს ეხება ქართველი ხალხის გრძელვადიან პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის არსებობას,  უსაფრთხოებას. ამიტომ აქ პარტიული განსხვავება არ შეიძლება იყოს. მე არ შემიძლია, რომ გახარებული ვიყო, თუ რამე ცუდად მიდის. ეს ცუდი ფაქტი იქნება ყველასათვის. ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ სიტუაცია თუ სადმე შეფერხდა და რაღაც ყოყმანი გაჩნდა, ეს გადაილახოს და გავაგრძელოთ საქართველოს წინსვლა.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი