ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ვეტოს შემთხევაში მოსმენების შესახებ კანონზე იმავე პოზიციაზე დარჩებიან

15 მარტი, 2017 • 1616
კობახიძის თქმით, ვეტოს შემთხევაში მოსმენების შესახებ კანონზე იმავე პოზიციაზე დარჩებიან

საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოზიციები არ შეუცვლიათ.

ამ დრომდე უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონს. “ეს შენ გეხებაში” შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ირღვევა და კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები.

“ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც სამი მოსმენით მივიღეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით და ამის საფუძველზე კენჭი ეყრება კიდევ ერთხელ, ვეტოს შემთხვევაში, მომდევნო კვირაში კანონპროექტების პაკეტს საქართველოს პარლამენტში,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი