ახალი ამბები

10 000 ლარი ჩენოვეცკისგან 80 წლის ქალის დაყაჩაღებაში დამნაშავეების გამოსავლენად

15 მარტი, 2017 • 2417
10 000 ლარი ჩენოვეცკისგან 80 წლის ქალის დაყაჩაღებაში დამნაშავეების გამოსავლენად

ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ ვინც, იმ პირების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის რომლებმაც 13 მარტს, 80 წლის ქალის დააყჩაღეს 10 000 ლარის ოდენობით ჯილდოს მისცემს.

„რა ნაძირალა უნდა იყო, რომ მოხუცს თავს დაესხა, სცემო და ბოლო ფული წაართვა! ნუთუ ქართველები მოხუცების პატივისცემისა და თანაგრძნობის ტრადიციებს კარგავენ?! ჩემი გვერდის ძვირფასო სტუმრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ფლობს დეტალურ ინფორმაციას ამ საშინელი შემთხვევის და ამ ქალბატონის საჭიროებების შესახებ,  მე მზად ვარ, მას დახმარება გავუწიო!
და მე ვაწესებ ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით, ვინც მოგვცემს ამ მოძალადეების შესახებ ინფორმაციას!”, – აცხადებს ჩერნოვეცკი.

ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა და სახლიდან სამი ათასი დოლარი გასტაცეს. დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანეს.  დაზარალებულის მეზობლების თქმით,  ლუბა ჯანგირაშვილი მარტო ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები კი საზღვარგარეთ იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი