ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ბინაში აღმოჩენილი უკანონო იარაღის საქმესთან ახალაიას კავშირზე

6 დეკემბერი, 2012 • 1136
თავდაცვის სამინისტრო ბინაში აღმოჩენილი უკანონო იარაღის საქმესთან ახალაიას კავშირზე

3 დეკემბერს ერთ-ერთი ბინიდან არარეგისტრირებული ავტომატური და პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს. 

 

უფრო ადრე, 20 სექტემბერს კი სოზარ სუბარმა (ამჟამად სასჯელაღსრულების მინისტრი) განაცხადა, რომ ჟენევაში შეხვდა დევნილის თავშესაფრით მცხოვრებ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, რომელმაც მას სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიაწოდა ბაჩო ახალაიას დავალებით თბილისში კონსპირაციული ბინების შეძენის თაობაზე. სუბარის განცხადებით, კომახიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ კონსპირაციულ ბინებში იარაღის საწყობები იყო. მისი თქმით, თბილისში 20-მდე ასეთი დაკეტილი ბინა არსებობდა, რომლებიც ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს შეიძინეს.

 

“მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ვთქვა, რომ ეს იარაღი, რაზეც საუბრობდა სოზარ სუბარი, არის ეს იარაღი, ან უარვყო ეს ინფორმაცია. ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გაგცეთ გამოძიებამ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ვაკო ავალიანმა.

 

თბილისის შს მთავარი სამმართველო იძიებს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა იარაღის საცხოვრებელ ბინაში მიტანა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ 3 დეკემბერს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი