ახალი ამბები

ანონსი – 15 მარტი

14 მარტი, 2017 • 1754
ანონსი – 15 მარტი

11:00 საათზე, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ცვლილებებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის. გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ქავთარაძის ქ. #21ა, თბილისი

11:00 საათზე  საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში  ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო განყოფილების უფროსი დავით ნემსაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  ჰიბრიდული ომი. საქართველოში,  ბათუმის მოვლენების მიმოხილვა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
14 საათზე ქ. თბილისში, ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში, ბუკიას ბაღში შედგება ენერგოომბუდსმენის მორიგი აქცია, სადაც სამსახურის თანამშრომლები გაესაუბრებიან იქ შეკრებილ საზოგადოებას, მოისმენენ პრობლემებს და გაუწევენ სამართლებრივ კონსულტაციებს.
14:00 საათზე სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში”  გუდვილისკრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარე ტარიელ ჩოჩიშვილი  პრესკონფერეცია გამართავს. თემა: : სს გუდვილის რეაბილიტაციის პროცესი – უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები (მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. N6ა; ,,აგროჰაბის” და ,,ბრიკორამას” არსებულ ქუჩის ბოლო).

მასალების გადაბეჭდვის წესი