ახალი ამბები

სამედიცინო ცენტრ “ურანტის” დირექტორი უვადო შიმშილობას იწყებს

14 მარტი, 2017 • 8107
სამედიცინო ცენტრ “ურანტის” დირექტორი უვადო შიმშილობას იწყებს

15 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” დირექტორი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და მისი კოლეგა ზაზა შენგელია უვადო შიმშილობას იწყებენ. სიხარულიძე სოციალურ ქსელში ლაშა კილაძისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” სამედიცინო ცენტრ “ურანტთან” ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნაწილში ხელშეკრულებას წყვეტს.

ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად, 1350 პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში “ურანტში” მომსახურებას ვეღარ მიიღებს, ხოლო მის ცენტრში დასაქმებული 70–მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება. ლაშა კილაძის წერილით ირკვევა, რომ “ურანტის” ბენეფიციარების გადაყვანა ფსიქიკური ჯანმრთელობის და “ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” იგეგმება.

“სოციალარი საგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც იყო მათზე მორგებული, გავსაჩივრეთ. დავების საბჭომ დაკმაყოფილა ჩვენი საჩივარი. ტენდერი ახლა არის შეჩერებული, რის გამოც მათ 15 ხლეშკრულება უწყდებათ. სანამ ტენდერი არ გამოცხადდება, უნდა გგრძელებულიყო ჩვენი ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, დღეს, 18:28 საათზე, გამოგვიზავნეს წერილი იმის შესახებ, რომ კონტრაქტს აღარ გაგრძელებენ. ამას უძღვოდა “გირჩის” ბრიფნგი, ხოლო მერე ჩემი პრესკონფერენცია. ამ ყველაფერმა გნაპირობა ის, რომ ასე მოგვექცენ… ეს არის დიდი გეგმს ნაწილი, რომლიც ზაფხულიდან დაწყო,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზურაბ სიხარულიძემ.

ჩვენ ლაშა კილაძეს დავუკავშირდით და ბრიფინგამდე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა. მისი თქმით, ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობის ფორმების შეცვლას აპირებენ, ხოლო დაიხურება თუ არა “ურანტი”, ეს თავად ამ სამედიცინო დაწესებულების გადასაწყვეტია:

“არ მინდა, რომ არასწორი და ნაჩქარევი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ხვალ აუცილებლად ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. იხურება თუ არა [“ურანტი”], ვერ გეტყვით. ეს არის მისი, ამ ორგანიზაციის გადასაწყვეტი. უბრალოდ, ვაპირებთ, რომ გარკვეული ურთიერთობების ფორმები შევცვალოთ ჩვენ ქვეკონტრაქტორთან. ამის თაობაზე გაგაცნობთ უფრო ვრცლად ინფორმაციას ხვალინდელ ბრიფინგზე.”

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ცვლილებებთან დაკავშირებით “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე, 15 მარტს, 11:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს. ზურაბ სიხარულიძე და ზაზა შენგელიაც სწორედ ამ დროს იწყებენ მთავრობის კანცელარიასთან უვადო შიმშილობას.

ლაშა კილაძის წერილი "ურანტს"

ლაშა კილაძის წერილი “ურანტს”

მასალების გადაბეჭდვის წესი