ახალი ამბები

დაკავებულია გორის გამგეობის მაღალჩინოსანი

6 დეკემბერი, 2012 • • 846
დაკავებულია გორის გამგეობის მაღალჩინოსანი

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აბალაკმა  მისი, როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა  ნუკრი აბალაკმა 2007 წლის 24 მაისს  („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ”) კანონის დარღვევით, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად,  ხაშურის რაიონის სოფელ  ბებნისში მდებარე 18.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით  გადასცა თ.ძ_ს. რითაც მას  მიანიჭა უპირატესობა, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა.

 

 

როგორც პროკურატურა აცხხადებს, მანვე, 2008 წლის 30 სექტემბერს კვლავ  ბოროტად გამოიყენა  სამსახურეობრივი უფლებამოსილება და  სოფელ ხელთუბანში მდებარე 7.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირად საკუთრებაში გადასცა  “სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის” ყოფილ დირექტორს ლ. გ.-ს. აღნიშნული სადგურს თავის დროზე  მიწა იჯარით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსაგან, მარამ მიწის პირდაპირი წესით მიყიდვისას  სადგური აღარ არსებიბდა, ლიკვიდირებული იყო.

ლიკვიდირებული მოიჯარე სახელმწიფო დაწესებულების – “სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის” ყოფილ დირექტორ ლ. გ.-ზე, პირად საკუთრებაში მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემით, აბალაკმა ლ. გ.-ს   მიანიჭა უპირატესობა, რითაც, პროკურატურის მოსაზრებით, არსებითად დაირღვა  სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი