ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

NATO-ს და ევროკავშირის წარმომადგენელთა განცახდებები აფხაზეთში გამართულ არჩევნებზე

14 მარტი, 2017 • 2082
NATO-ს და ევროკავშირის წარმომადგენელთა განცახდებები აფხაზეთში გამართულ არჩევნებზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში  ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურნენ ნატო-ს გენერალური მდივნი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერი მაია კოციანჩიჩი. მათ კომენტარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოსსუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოსრეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“ – აღნიშნულია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.

აღნიშნულ არჩევნებს უარყოფითად აფასებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერი მაია კოციანჩიჩიც:

„ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ.  საპარლამენტო არჩევნებიჩატარდა და ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას, ამბობს ის.

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის 12 მარტს გაიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი