ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

პატიმრების რაოდენობით საქართველო ლიდერი ქვეყნების სიაშია ევროპაში

14 მარტი, 2017 • 5057
პატიმრების რაოდენობით საქართველო ლიდერი ქვეყნების სიაშია ევროპაში

ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად,2015 წელს ევროპის ციხეებში პატიმრების რაოდენობა 6.8 %-ით შემცირდა 2014 წელთან შედარებით. ანგარიშის თანახმად, საქართველო პატიმრების რაოდენობით ლიდერია და ამავდროულად ევროპაში ყველაზე ცოტას ხარჯავს თითოეულ პატიმარზე. ევროპის საბჭო ასევე აქვეყნებს არაოფიციალურ ანგარიშებს ქვეყნების მიხედვით, რომელშიც საქართველოს შესახებ ვკითხულობთ:

მთავარი მიგნებები:

[checklist]

  • საქართველოში სულ 10 242 პატიმარია, მათ შორის 54 არასრულწლოვანი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში 274 პატიმარია 100 000 მოსახლეზე. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მაღალია ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (115 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) და 20 %-ით მაღალი საქართველოს 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველო არის ქვეყანა, სადაც პატიმრების რაოდენობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა.
  • სულ 105 ადამიანია ფსიქიკური აშლილობებით, რომლებიც ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში ან საავადმყოფოებში არიან განთავსებული პენიტენციურ სისტემის გარეთ.
  • საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ციხეებში პატიმრების რაოდენობა მაღალია. ქვეყნები მაღალი პატიმრების მაჩვენებლით არის, რუსეთი – 439.2 პატიმარი 100 000 მოსახლეზე, ლიტვა – 277.7 პატიმარი, საქართველო- 274.6 პატიმარი, ლატვია -223.4 პატიმარი, თურქეთი- 220.4 პატიმარი, მოლდოვა – 219 9 პატიმარი.
  • 2005 წელთან შედარებით ეს თანაფარდობა 100 000 მოსახლეზე, 37% -ით გაიზარდა 2015 წლისთვის. ამ წლების განმავშლობაში ეს ინდიდკატორი მნიშვნელოვნად მერყეობდა და პიკს 2011-12 წლებში მიაღწია  (541 და 516 პატიმარი 100 000  მოსახლეზე) სანამ მასობრივი ამნისტია იქნებოდა.
  • 2005 წელთან შედარებით 2015 წლისთვის პატიმრების საერთო რაოდენობა 18%-ით გაიზარდა, ეს მონაცემიც მნიშვნელოვნად მერყეობდა წლების მანძილზე და პიკს, 24 186 პატიმარს, 2011 წელს მიაღწია.
  • ქალი პატიმრების წილი (3.1.%) მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (5.2%)
  • სასჯელაღსრულების დაწესებულები გადატვირთული არ არის: 100 არსებულ ადგილზე მხოლოდ 47.9 პატიმარი მოდის, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ანდორისა და ლიხტენშტეინის შემდეგ. ევროპის მაჩვენებელი 91.4 პატიმარია.
  • 2015 წელს საქართველო იტალიის შემდეგ მეორე ქვეყნა იყო ნარკოტიკული დანაშაულისთვის დასჯილი პატიმრების რაოდენობით (პატიმრების საერთო რაოდენობის 30% , რაც ყოველი მესამე პატიმარია).
  • ქურდობა მეორე ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში (28.7 % პატიმრების სასჯელს ქურდობისთვის იხდის) ამ მონაცემით იგი მესამე ქვეყანაა ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ.
  • ყაჩაღობა მესამე ყველაზე გავრცელებული სასჯელია საქართველოში (19%, ყოველი მეხუთე პატიმარი) სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. ხოლო მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობისთვის 13.1% ყოველი მეშვიდე პატიმარი, იხდის სასჯელს.
  • გათავისუფლებული პატიმრების საერთო რაოდენობა 2014 წელს 7 676-ით, 100 000 მოსახლეზე 205 პატიმრით განისაზღვრა. ეს მონაცემი საშუალო რიცხვთან (153) ოდნავ მაღალია.
  • 2015 წელს საქართველოში საპატიმროდან გაქცევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
  • 2014 წელს საპატიმროში 27 ადამიანი დაიღუპა, აქედან 7 სუიციდის შემთხვევა იყო. 10 000 პატიმარზე სიკვდილიანობის მაჩვენებლი 26.4-ის, რაც ახლოსაა ევროპის საშუალო მაჩვენებელთან (27.3)
  • ციხისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2014 წელს 53.16 მილიონი ევრო იყო. დღიური საშუალო თანხა, რომელიც ერთ პატიმარე იხარჯება 5.66 ევროა და ეს მონაცემი ყველაზე დაბალია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კვლევამ დაფარა, თითქმის 10-ჯერ დაბალია ევროპის მაჩვენებელთან შედარებით (52.26 ევრო) . ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ შვედეთში და სან მარინოშია, რომლებიც დღიურად პატიმარზე 354 და 480 ევროს ხარჯავენ.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი