გახარია: “ჩექ ინ ჯორჯიას” ბიუჯეტი დიდი ალბათობით შემცირდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, “ჩექ ინ ჯორჯიას” ბიუჯეტი მცირდება, თუმცა გიორგი გახარია ზუსტი ბიუჯეტის დასახელებისგან თავს იკავებს. მინისტრის თქმით, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, ღინისძიებების რაოდენობა არ იკლებს:

“ჩექ ინ ჯორჯიას” ბიუჯეტი იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან იყო და დიდი ალბათობით შემცირდება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ღონისძებები შევამცირეთ, არამედ იმიტომ, რომ გავთვლით ღნისძიებებს კიდევ უფრო ეფექტიანად. “აეროსმიტის” კონცერტის შემდეგ, დაგეგმილია დღეების მიხედვით, კონცერტების რაოდენობა, რომელიც იქნება ფაქტობრივად სატენდერო,” – თქვა გახარიამ.

მინისტრის თქმით პროცესში ჩართული იქნება კერძო სექტორი, გათვალისწინებული იქნება სარეკლამო პაკეტებიც:

“არ იქნება სახელმწიფოს ასპროცენტიანი მონაწილეობა, იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსგავსი ღნისძებების მოწყობაში. “აეროსმიტის” შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მოანწილეობა იყო,” – ამბობს გიორგი გახარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.