აფიშაახალი ამბებიხელოვნება

ვინ არიან 2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები

14 მარტი, 2017 • 5136
ვინ არიან 2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები

ბათუმის შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი წელს 27 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართება. 2017 წელს ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები “ჯემიროქვაი”, ჯოს სტოუნი, დე ლა სოული და ასევე ემეფ რობოტსი იქნებიან. ფესტივალს კორი ჰენრი გახსნის თავის ბენდთან ერთად.

ფესტივალის პროგრამა:

27 ივლისი, 19:00 საათი – კლუბი Take 5 – კორი ჰენრი და აპოსტილსი;
28 ივლისი, 19:00 საათი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – ჯემიროქვაი;
29 ივლისი, 19:00 საათი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – დე ლა სოული;
30 ივლისი, 19:00 საათი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – ჯოს სტოუნი,
30 ივლისი, 19:00 საათი – კლუბი Take 5 – ემეფ რობოტსი.

ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, დილით 09:00 საათზე ვებ-გვერდ TKT.Ge-ზე დაიწყება. ორგანიზატორთა თქმით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

წელს, საფესტივალო ზონა რამდენიმე ნაწილად დაიყოფა და ბილეთების ფასებიც შესაბამისად გადანაწილდება. სცენის წინ მოწყობილ “ოქროს ზონაში” მოსახვედრად 4-დღიანი აბონიმენტის შეძენაა საჭირო და მისი ფასი 400 ლარი იქნება. ე.წ. “ვერცხლის” ზონის ბილეთები თითოეული შემსრულებლისთვის 100 ლარი იქნება. ხოლო თუ მხოლოდ “ჯემიროქვაის” კონცერტის ბილეთის ყიდვას გადაწყვეტთ მისი ფასი 250 ლარი იქნება.

წელს ასევე შესაძლებელი იქნება ნაყიდი ბილეთების დაზღვევაც, რაც ნიშნავს, რომ თუ ბილეთის გამოყენებას ვერ შეძლებთ და მას ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე დააბრუნებთ, თქვენ მიერ გადახდილ თანხას სრულად უკან მიიღებთ.

მუსიკოსი ჯეი ქეი "ჯემიროქვაის" კონცერტზე ჰამბურგში 2011 წელს. ფოტო: EPA/GEORG HOCHMUTH

მუსიკოსი ჯეი ქეი “ჯემიროქვაის” კონცერტზე ჰამბურგში 2011 წელს. ფოტო: EPA/GEORG HOCHMUTH

ჯემიროქვაი (Jamiroquai) – ფანკ ბენდი 1992 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი მუსიკოსი ჯეი ქეია. მათი პირველი ალმბომი 1993 წელს გამოვიდა. ჯამში მათ 7 ალმობი შემქნეს, აქედან 3 კი ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოხვდა. 1997 წელს სიმღერისათვის “Virtual Insanity” გრემის ჯილდო მიიღეს. მათ 26 მლნ. ალბომი გაყიდეს და დაამყარეს გინესის რეკორდი, როგორც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა ფანკ მუსიკის შემსრულებელმა ბენდმა. ფესტივალზე ისინი ახალი ალბომით “Automaton” წარდგებიან, რომელიც ელექტრო-ფანკის სტილში შეიქმა. ბათუმიდან ბენდი ახალი ალმბომის ტურნეს დაიწყებენ.

ჯოს სტოუნი ფესტივალზე პორტუგალიაში 2014 წელს. ფოტო: EPA/ESTELA SILVA

ჯოს სტოუნი ფესტივალზე პორტუგალიაში 2014 წელს. ფოტო: EPA/ESTELA SILVA

ჯოს სტოუნი (Joss Stone) – არის ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ჯოსელინ ევა სტოკერი. პირველად მსმენელმა ის 2003 წელს გამოშვებული ალმბომით “The Soul Session” გაიცნო, რომელიც 2004 წელს მერკურის პრიზით დააჯილდოეს. მეორე ალბომი კი “Mind, body and Soul” ასევე მისი სიმღერა “You Had Me” 2005 წელს გრემით დაჯილდოვდა. მისი მესამე ალბომი “Introducing Joss Stone” 2007 წელს გამოიცა და “ოქროს ჩანაწერის” სტატუსი მიიღო. ალბომის დამსახურებით ის გახდა მეორე ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ქალი შემსრულებელი Billboard 200-ის მიხედვით. სტოუნს ჯამში 14 მლნ. ალბომი აქვს გაყიდული. გრემის გარდა აქვს მიღებული 2 ბრიტ ავარდის ჯილდოც.

ჯგუფ "ემეფ რობოტსის" სოლისტი დაუნ ჯოზეფი. ფოტო: Youtube

ჯგუფ “ემეფ რობოტსის” სოლისტი დაუნ ჯოზეფი. ფოტო: Youtube

ემეფ რობოტსი (MF Robots) – დუეტი ორმა მუსიკოსმა იან კიანსაიდმა და დაუნ ჯოზეფმა გასულ წელს ჩამოაყალიბეს. მათ ერთმანეთი სხვა ბენდში გაიცნეს და გადაწყვიტეს თავიანთი მუსიკალური პროექტი შეექმნათ. კიანსაიდი ერთ-ერთი პიონერია “აისიდ ჯაზის” სტილში, რომელიც ჯაზის, ფანკის და დისკოს ელემენტებს შეიცავს და ამ დრომდე ბევრი ცნობილი ჰიტი შემქნა. ჯოზეფი კი მრავალი ცნობილი მომღერლის ბექვოკალისტი იყო, მათ შორის ფილ კოლინსის, როდ სტიუარტის, მაიკლ ბუბლეს და ა.შ.

მუსიკოსი კორი ჰენრი. ფოტო: Boston Globe

მუსიკოსი კორი ჰენრი. ფოტო: Boston Globe

კორი ჰენრი (Cory Henry and Funk) – ის არის ამრიკელი ჯაზ ორღანისტი და პიანისტი, გოსპელის მუსიკოსი და პროდიუსერი. მან კარიერა 2006 წელს დაიწყო და ამ დრომდე 2 ალბომი შექმნა, რომლებიც ჟურნალ “ბილბორდის” ჩარტებში მოხვდა. ორივე ალბოი სხვადასხვა ჯილდოს ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ბენდი "დე ლა სოული". ფოტო: hiphopgoldenage.com

ბენდი “დე ლა სოული”. ფოტო: hiphopgoldenage.com

დე ლა სოული (De la Soul) – არის ამერიკული ჰიპ-ჰოპ ბენდი, რომელიც 1987 წელს ჩამოყალიბდა. ბენდი დღემდე ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. ჯგუფის წევრებმა ბენდი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩამოაყალიბეს. მათი ყველაზე წარმატებული ალბომი 3 Feet High and Rising იყო. “დე ლა სოულმა” 2006 წელს გრემი მიიღო ბრიტანულ ვირტუალურ ბენდთან “გორილაზთან” ერთად შექმნილი სიმღერის “Feel Good Inc.”-ისათვის.

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია “ისთერნ პრომოუშენი” და თიბისი ბანკის პერსონალური მომსახურების სერვისი “თიბისი სტატუსი” არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი