ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის საგარეო: აფხაზეთის ე.წ.”საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არ ვაღიარებთ

14 მარტი, 2017 • 1721
აზერბაიჯანის საგარეო: აფხაზეთის ე.წ.”საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არ ვაღიარებთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცახდებით ეხმაურება:

“აზერბაიჯანის რესპუბლიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და შესაბამისად, 2017 წლის 12 მარტის ე.წ. “საპარლამენტო არჩევნებსა” და მის შედეგებს”.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ “აფხაზური საკითხის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის, საჭიროა, მოლაპარაკებები, საერთაშორისო ნორმებითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპიებით”.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად რუსეთის ფედერაცია და ის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომელთაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, “ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი