ახალი ამბები

ჯეჯელავა: არდადეგებზე 10 000-მდე მოზარდი დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე

14 მარტი, 2017 • 1475
ჯეჯელავა: არდადეგებზე 10 000-მდე მოზარდი დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე

საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ გაზაფხულის არდადეგების შემოღების შედეგად 10 ათასამდე ბავშვმა დაისვენა ზამთრის კურორტებზე.

“ჩვენი კოლეგების სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით, ათასობით ბავშვი, ზუსტად სტატისტიკას ვამზადებთ, სადღაც 10 000-მდე ბავშვი ამ არდაგეგებზე ზამთრის კურორტებზე იყო. ამდენი გვაქვს სტატისტიკა მთელი ყველა სპორტის ჯამში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაახლოებით სამასამდე ბავშვი მცირე სკოლებიდან ისეთ ხალხი, რომელიც შეიძლება ვერც ხვდება თავისით ზამთრის კურორტებზე, სახელმწიფოს დაფინანსებით დაასვენეს.

“მოკლედ დიდი მადლობებია, დიდი გეგმები გვაქვს”, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

მინისტრი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს მასშტაბი იქნება გაცილებით დიდი.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა იმ კუთხით, რომ ბავშვებს გაზაფხულის არდადეგები დაუბრუნა.

“ძალიან კარგია, რაც მეტი ბავშვი შეძლებს, ისარგებლოს ამ კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს და ჩაერთოს ზამთრის სპორტში, ასევე გაიზიაროს პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ახლავს თავს, ძალიან კარგია. პირველი წელი იყო ეს როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ. ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო და სპორტული სკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს. იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს და მთის კურორტი ჩვენ ხელიმსაწვდომი უნდა გავხადოთ ყველა შემოსავლის მქონე ადმაიანისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ზამთრის კურორტები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ რაც უფრო მასიური გახდება იგი, მით უფრო გაიაფდება და სახელმწიფოს მხრიდან ამაზე რესურსის დახარჯვა ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი