ახალი ამბებიხელოვნება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მთავარი შემსრულებელი “ჯემიროქვაი” იქნება

14 მარტი, 2017 • 24512
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მთავარი შემსრულებელი “ჯემიროქვაი” იქნება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი წელს ბათუმში 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი კი ბრიტანული ბენდი “ჯემიროქვაი” (Jamiroquai) იქნება.

“ჯემიროქვაი” 1992 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ფანკისა და აისიდ ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. მათმა კომპოზიციამ “Virtual Insanity” 1997 წელს გრემის ჯილდოც მოიპოვა.

ეს ჯგუფის მეორე ვიზიტია საქართველოში, ბენდი პირველად 2006 წელს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა.

ბილეთები Tkt.ge-ზე გაიყიდება 27 მარტის დილის 09:00 საათიდან. მათი რაოდენობა იქნება შეზღუდული, ფასები კი ზონების მიხედვითაა განსაზღვრული. 400 ლარი ეღირება golden stage-ის აბონინენტი. მხოლოდ “ჯემიროქვაი”-ს კონცერტი 250 ლარი ეღირება.

სრულად ინფორმაციას ჯაზ-ფესტივალის სტუმარ მუსიკოსებსა და მის პროგრამაზე გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი