ახალი ამბები

ქუთაისში, კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ბათქაშმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა

13 მარტი, 2017 • 2195
ქუთაისში, კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ბათქაშმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა

დღეს, 13 მარტს, ქუთაისში კორპუსის კედლიდან ჩამოვარდნილმა ბათქაშმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა.

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მოხდა, მოზარდი სადარბაზოსთან მშობლების გვერდით, გორგოლაჭებზე სიარულს სწავლობდა, რა დროსაც მას ბათქაში დაეცა.

“კივილი და წივილი რომ იყო, გამოვვარდით მაშინ და ვნახეთ, რომ სისხლით იცლებოდა ადამიანი, სასწრაფოს დაუძახეს, მაგრამ სასწრაფოს მოსვლამდე ტაქსით წაიყვანეს”, – უთხრა ტელეკომპანია “იმედს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე  ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი