ახალი ამბები

ანონსი:14 მარტი

13 მარტი, 2017 • 2874
ანონსი:14 მარტი

09:00 კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება თბილისში 2017 წლის 14 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. კონფერენციას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

1:00 17:00 სასტუმროთბილისი მერიოტში IDFI-ის ორგანიზებით იმართება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა. მონაწილენი განიხილავენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

11:00 პარლამენტში (ფრაქციის ოთახი) “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა – სოციალური დახმარების შეწყვეტა

11:00 სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროკავშირის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მართავს დისტანციური სწავლების შესახებ კონფერენციას. მიზანი სწავლების ამ მეთოდის საქართველოში დამკვიდრების, განვითარების საკითხები.

11:00 ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს საბჭოს სამუშაო შეხვედრა, შეხვედრას ესწრებიან საბჭოს წევრები და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები

სასტუმროთბილისი მერიოტი

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ოთარ სირაძის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 კონფერენცია „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე“

თბილისიილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:30 საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა:  ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბათუმის საპროტესო აქციის ორგანიზატორი. პრესკონფერენციაზე დასახელებული იქნება მთავარ აქტივისტთა სახელები და  გვარები და მათი როლი ბათუმში მომხდარ შეტაკებაში

12:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: ბათუმში მომხდარი საპროტესტო აქციის სამართლებრივი შეფასება

 

16:00 საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

მასალების გადაბეჭდვის წესი