Ryanair © EPA/ANDY RAIN

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამ ეტაპზე “რაინეარი” საქართველოში არ შემოდის

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “რაინეარის” საქართველოში ამ ეტაპზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

„ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“ – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში Ryanair თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com