ახალი ამბები

ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ირაკლი ჩხვირკია ენმ-დან გარიცხეს

13 მარტი, 2017 • 5387
ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ირაკლი ჩხვირკია ენმ-დან გარიცხეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის განცხადებით, პარტიის წევრი ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხეს.

“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია”, – წერია განცხადებაში.

პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელს ფეისბუკზე გამოეხმაურა ირაკლი ჩხვირკია, რომელმაც განაცხადა, რომ იგი პარტიის წევრი არ ყოფილა.

“ვადასტურებ რომ გამრიცხეს, მაგრამ ალბათ უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია!
გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან… ნუ ღელავთ ჩემო მეგობრებო, ნუ ღელავთ! ის, რომ ამდენი წლის პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, არსად არასდროს არ მეჭირა არავითარი პარტიული თანამდებობა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ბევრად მეტი მიზანი და ბევრად უმთავრესი იდეა, ვიდრე რაიმე სახის თანამდებობა შეიძლება იყოს!!! იდეა ერთია და მას ჰქვია ” ერთიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო” და ამ იდეის განხორციელებას შევეწირები სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო”, – განაცხადა ჩხვირკიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი