ახალი ამბები

დიღომში ავტომობილის ხიდიდან გადავარდნის გამო ადამიანი დაიღუპა

13 მარტი, 2017 • 1536
დიღომში ავტომობილის ხიდიდან გადავარდნის გამო ადამიანი დაიღუპა

დიღომში, ხიდიდან გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 13 მარტს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი