ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულ ბაზებზე, მათ შორის აფხაზეთში, საბრძოლო მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყეს

13 მარტი, 2017 • 2805
რუსულ ბაზებზე, მათ შორის აფხაზეთში, საბრძოლო მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყეს

დღეს, 2017 წლის 13 მარტს, რუსეთის ეროვნული გვარდიის, მათ შორის, სამხრეთის სამხედრო ოლქში – აფხაზეთისა და სომხეთის ტერიტორიებზე დისლოცირებული სამხედროებისა და ტექნიკის საბრძოლო მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. 

მსგავსი შემოწმება, ოფიციალური ცნობით, პირველად მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, პროცესში 6 ათასი სამხედრო და 1,5 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული,  საბრძოლო მზაობის მოულოდნელი შემოწმების მიზანი კი, – გამოკვლევა, რამდენად არიან მზად შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად.

ბოლო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ ბაზაზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩატარდა. აფხაზეთის ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსეთის ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებები პერიოდულად იმართება.

ფოტო: sputnik-abkhazia

ფოტო: sputnik-abkhazia

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი