ახალი ამბებირეკლამა

უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები

13 მარტი, 2017 • 3076
უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab)ფარგლებში მეოთხე პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა (წინა წელთან შედარე­ბით 20.2%-ით) და გაყიდვების რაოდენობამ 89 120 ერთეულს მიაღწია. პარალელურად, 37.5%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავიქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში 38.6% შეადგინა. დედაქალაქში 2016 წელს 34 440 გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქ­სირ­და, თვეებს შორის კიგანსაკუთრებული აქტიურობით გამოირ­ჩე­ოდა დეკემბერი (3 593 ტრან­ზაქცია).

თბილისის გაუთვალისწინებლად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი 11.3%-ით გაი­ზარ­­და. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორისუძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში მაღალი წილით გამოირ­ჩე­ოდა კა­ხეთი (12.0%) და აჭარა (9.6%).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი, რომელთა წილად ტრანზაქციებისთითქმის ნახევარი მოდიოდა. 2016 წელს ყველაზე მეტი გა­ყი­დვა ვაკეში (6 892 ერთეული, თბილისის გაყიდვების 20.0%) დაფიქსირდა, მეორედა მესამე ად­გი­ლებს კი შესაბამისად საბურთალო (5 909 ერთეული, 17.2%) და სამგორი (3 748 ერთეული, 10.9%) ინაწილე­ბდნენ.

2016 წელს ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულე­ბული მშენებლობების რაოდენობა და მო­ცუ­ლობა) თბილისის უძრავი ქონებისბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა:

[checklist]

  • ახალიშენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 42.7%-ით გაიზარდა და 765 ერთეული შეადგინა (604 საცხოვრებელიუძრავი ქონება, 161 კომერციული უძრავი ქონება).
  • ახალიშენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 65.4%-ით გაიზარდა და 1.44 მილიონი კვ.მ შეადგინა (1.16 მილიონი კვ.მსაცხოვრებელი უძრავი ქონება, 0.28 მილიონი კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).

[/checklist]

2016 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი წინა წელთან შედა­რე­ბით 3.8%-ით შემცირდა, ხოლო ქირის ფასისინდექსი 2.1%-ით გაიზარდა. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 866 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუ­ა­ლო ფასმა 7.20 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 033 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.37 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასისმიხედვით იყო სამ­გორი (547 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით – გლდანი (4.52 აშშ დოლარი).

დეკემბრის თვეში (წინა წელთან შედარებით) შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (11.7%-ით) და იჯარის ფასის (12.5%-ით)ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 087 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 10.28 აშშდო­ლარის დონეზე დაფიქსირდა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: უძრავი ქონების ბაზარი #4| ნოემბერიდეკემბერი, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი