ახალი ამბები

თურქეთი VS ნიდერლანდები – რატომ არ იღებენ ევროპაში თურქ მინისტრებს

13 მარტი, 2017 • 4099
თურქეთი VS ნიდერლანდები – რატომ არ იღებენ ევროპაში თურქ მინისტრებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიაში თურქი მინისტრებისათვის დაწესებული აკრძალვებით, ევროპამ ნიღაბი მოიშორა და თავისი ნამდვილი სახე გამოააშკარავა.

პრეზიდენტმა 12 მარტს განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ევროპაში გაზრდილ ფაშიზმზე, რასიზმსა და ისლამოფობიაზე მიუთითებს. მან ნიდერლანდებს “ბანანის რესპუბლიკაც” უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისაკენ მოუწოდა.

11 მარტს, ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეფრენის უფლება გაუუქმეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხოლო ოჯახის საქმეთა მინისტრის კოლონას გზა გადაუკეტეს და როტერდამში, თურქეთის საკონსულოში არ შეუშვეს.

თურქეთის ოჯახის მინისტრი (Family Minister) ფატმა ბეტულ საიან კაია ათათურქის აეროპორტში ბრუნდება. მას ნიდერლანდების სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, როტერდამში თურქულ დიასპორასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და უკან გამოაბრუნეს. 12.03.17 ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქეთის ოჯახის საქმეთა მინისტრი (Family Minister) ფატმა ბეტულ საიან კაია ათათურქის აეროპორტში ბრუნდება. მას ნიდერლანდების სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, როტერდამში თურქულ დიასპორასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და უკან გამოაბრუნეს. 12.03.17 ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქი მინისტრები ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს 16 აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდნენ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება და დაგეგმილი ცვლილების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის ძალაუფლება გაიზრდება.

ჰოლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შაბათს როტერდამის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მას შემდეგ რაც მინსიტრებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს, ნიდერლანდების პოლიციასა და როტერდამში მცხორებ თურქებს შორის დაპირისპირება მოხდა. 12.03.07 ფოტო: EPA/BAS CZERWINSKI

მას შემდეგ რაც მინისტრებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს, ნიდერლანდების პოლიციასა და როტერდამში მცხორებ თურქებს შორის დაპირისპირება მოხდა. 12.03.07 ფოტო: EPA/BAS CZERWINSKI

ხოლო პარალელურად სტამბულში გამართულ აქციაზე მოქალაქეები ნიდერლანდების სამეფოსათვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ. თურქეთის პრემიერმა, ბინალი ილდიმირმა კი პირობა დადო, რომ თურქეთი მკაცრ პასუხს გასცემს ჰოლანდიის მთავრობას.

საპროტესტო აქცია სტამბულში ნიდერლანდების საკონსულოსთან. მოქალაქეები სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ. 12.03.17 ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU

საპროტესტო აქცია სტამბულში ნიდერლანდების საკონსულოსთან. მოქალაქეები სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ. 12.03.17 ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტი აცხადებს, რომ მინისტრებს მოქალაქეებთან შეხვედრის უფლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ მისცეს.

ამ დროის მონაცემებით, 5.5 მლნ. თურქეთის მოქალაქე საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, მათ შორის 1.5 მლნ. გერმანიაში, ამიტომ მნიშვნელოვანია 16 აპრილის რეფერენდუმში მათი მონაწილეობა. ერდოღანის მხარდამჭერები აქტიურად ცდილობენ მათ ჩართვას და ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები ფართომასშტაბიან მსვლელობების ჩატარებას გეგმავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ აქციებზე შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება ერდოღანის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის; სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან მინისტრების მსვლელობებში მონაწილეობასა და არ აძლევენ მათ საშუალებას წარმართონ კამპანია.

ასევე, ჰოლანდიაში 15 მარტს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელშიც ამ დროის მონაცემებით, გამარჯვებას ისლამოფობი, ევროსკეპტიკოსი ჰერტ ვილდერსის პარტიას, “თავისუფალ პარტიას” უწინასწარმეტყველებენ. მან პარტია 2006 წელს ჩამოაყალიბა მას შემდეგ “ნიდერლანდების ისლამიზაციას” ეწინააღმდეგება. ამიტომ ხელისუფლებას დაძაბულობის თავიდან აცილება სურდა.

პრეზიდენტი ერდოღანი არ იღებს არც ერთ გამამართლებელ მიზეზს, რის გამოც მინისტრებს ხელი შეუშალეს. მისი თქმით, ის დააკვირდება არჩევნების შედეგებს ნიდერლანდებში და შემდეგ გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს.

“თუ გსურთ, რომ ჩვენი ურთიერთობა არჩევნებს შესწიროთ, თქვენ ამისათვის გადაიხდით,” – ამბობს ერდოღანი.

ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ხმა აიმაღლოს ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ და დაუწესონ მას სანქციები.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება, თურქი ლიდერები შეხვდნენ 16 აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით დაწყებული კამპანიის ფარგლებში გერმანიაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ტომას დე მაიზიერი ამბობს, რომ მსგავსი კამპანიის ადგილი გერმანიაში არ არის.

რეჯიპ ტაიპ ერდოღანთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო ასევე დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკ რასმუსენმაც.

BBC-ის ინფორმაციით, ერდოღანის მხარდამჭერი აქციის სანქცია გააუქმეს სტოკჰოლმშიც, რომელსაც თურქეთის მეურნეობის მინისტრი უნდა დასწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი