ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში გამართულ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა გალის რაიონში იყო

12 მარტი, 2017 • 2932
აფხაზეთში გამართულ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა გალის რაიონში იყო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 2017 წლის 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობით გალის რაიონი [71,1%] ლიდერობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 429-მა ამომრჩეველმა მიიღო. საქმე იმაშია, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტები უკანონოდ არის ცნობილი, შესაბამისად, ისინი არჩევნებში ვერ მონაწილეობდნენ.

აქტივობის კუთხით, მეორე ადგილზე ოჩამჩირის რაიონია [63% – 9 911 ამომრჩეველი].

18:00 საათის მონაცემებით, აქტივობამ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 49%  [65 692 ამომრჩეველი] შეადგინა.

12 მარტის არჩევნების შედეგები ცნობილი ჯერ არ არის. აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძვის. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა [“აინარი”, “ამცახარა”, “აფხაზეთის სახალხო ფრონტი” და “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი] წარმოადგინეს. კანდიდატებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა, ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში აცხადებენ, არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნიდან [რუსეთი, მთიანი-ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა] და ორგანიზაციიდან, 39 მონიტორი დააკვირდა. რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილი დამკვირვებლების დელეგაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა  თანამეგობრობისა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ხელმძღვანელობდა. 

“აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით პირველად არ ვარ და ყოველთვის გაოცებული ვიყავი აფხაზური საზოგადოების დემოკრატიულობით, დემოკრატიული პრინციპების სკურპულოზური დაცვის სწრაფვით. ქართველ ხალხთან მიუხედავად ძალიან თბილი ურთიერთობებისა, რუსეთმა, თავის დროზე, აფხაზეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და აფხაზი ხალხის სამართლიანი ბრძოლა აღიარა”, – განაცხადა ზატულინმა.

საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 15,5 რუბლი [დაახლოებით, 263 ათასი აშშ დოლარი] გამოიყო.

ქართული მხარე, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში [ასევე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ აღიარებს.

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი