ახალი ამბები

კობახიძე: ბათუმში სამართალდამცავები თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ

12 მარტი, 2017 • 3390
კობახიძე: ბათუმში სამართალდამცავები თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში გუშინ ღამით მომხდარი მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც გუშინ ბათუმში მოხდა და განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად იმოქმედეს, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა:

„მოგეხსენებათ, დაზიანდა პოლიციის შენობები, დაზიანდა ავტომობილები, ასევე, კერძო საკუთრება და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით  ის, რომ ძალიან სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ამისთვის მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის გარგელბში იმყოფება.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე განისაზღვროს, ვის ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება შეფასებებს, პოლიტიკურს თუ სამართლებრივს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება უკვე, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“,- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი