ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მართავს შეხვედრას

12 მარტი, 2017 • 6591
გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მართავს შეხვედრას

ბათუმში ჩავიდა დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც შსს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძესთან ერთად შეხვედრას მართავს ბათუმის პოლიციის შენობაში.

“ქვეყანაში არის დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში შეხვედრის დაწყებამდე. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ოპოზიციური ძალა ჰქონდა მხედველობაში. 

მანამდე კვირიკაშვილმა 12 მარტს,  გამთენიისას გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის”.

“სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკველის შერყევასაც კი – შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც, ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება”.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პარალელურად 12 მარტს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი იწყება. დაკავებულები პოლიციამ უკვე მიიყვანა სასამართლოს შენობასთან, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში ჯერჯერობით არ შესულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი