ახალი ამბები

პრეზიდენტი ბათუმში მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

12 მარტი, 2017 • 1794
პრეზიდენტი ბათუმში მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  ყველა მხარეს მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ  და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია.

“მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა,” -აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტი მოუწოდებს ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება. მარგველაშვილი საზოგადოებასაც მოუწოდებს პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს:

” გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ. “

 

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საზოგადოებროვ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში 11 მარტს საღამოს საათებში მომხდარი მოვლენების შედეგად ბათუმის ორ კლინიკაში 21 პაციენტი, გადაიყვანეს, რომელთანაგნ, 10 პოლიციელია.

მისივე თქმით, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჭეიშვილს სახის ძვლის ტრავმა აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მან გაითვალისწინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა და ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი