ახალი ამბები

ბათუმში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

12 მარტი, 2017 • 2238
ბათუმში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს.

აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით,  აქციაზე დაშავებული სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოშო, მათგან ორი აქციის მონაწილე და ერთი პოლიციელია, რომელსაც ქვა მოხვდა თავში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნახეთ მოვლენის ამსახველი ვიდეო:

ინცინდენტი მოხდა დღეს, 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი