ახალი ამბები

რუსთავი 2: რუსმა ოკუპანტებმა კონფლიქტის ზონიდან შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

11 მარტი, 2017 • 2261
რუსთავი 2: რუსმა ოკუპანტებმა კონფლიქტის ზონიდან  შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონიდან რუსმა ოკუპანტებმა  შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს. ტელევიზიის ინფრომაციით, ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი.

ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სიფელ ზარდიაანთ კართან სპეცრაზმელი ნორმატივებს აბარებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს. გატაცებულ სპეცრაზმელს ამ დროს სირბილი ევალებოდა.  მეთაურმა ნორმატივის შესრულება, საოკუპაციო ხაზის ახლოს დაავალა,”- აღნიშნულია რუსთავი 2-ისგავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს შს სამინსიტრო:

“არ ვადასტურებთ, ჯერ-ჯერობით არ ვადასტურებთ. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, ” – ამბობს კახა ქემოკლიძე, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი