ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია

11 მარტი, 2017 • 4710
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. წინასწარ ოფიციალურ სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს.

აზერბაიჯანის [35%] შემდეგ, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორებს შორის არიან თურქეთი [17%] და გაერთიანებული სამეფო [7%].

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით.

მონაცემები 2016 წელს ასახავს. ამ წელს საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 1 645 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2015 წლის მონაცემზე 22%-ით მეტია.

Screen Shot 2017-03-11 at 12.59.15 PM

Screen Shot 2017-03-11 at 12.58.04 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი