ახალი ამბები

ლარი დოლართან 3.4 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გაუფასურდა

10 მარტი, 2017 • 4923
ლარი დოლართან 3.4 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში 3.4 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა; 11 მარტიდან 1 დოლარი 2.5111 ლარი, ხოლო 1 ევრო – 2.6650 ლარი ეღირება.

ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით, 10 მარტის მდგომარეობით, ერთი დოლარი 2.4767 ლარი, ხოლო ერთი ევრო 2.6149 ლარი ღირს.

7 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი